ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
Belavia-ი მინსკსა და ქუთაისს შორის ოპერირებას ზამთრის სანავიგაციო სეზონზეც განახორციელებს
21 ოქტომბერი, 2021

ბელორუსული ავიაკომპანია Belavia-ი მინსკი-ქუთაისი-მინსკის საჰაერო ხაზზე ზამთრის სანავიგაციო სეზონზეც მოახდენს ოპერირებას. როგორც AviaNews-ს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს საქართველოს აეროპორტების გაერთიანებაში განუცხადეს, ზამთრის სანავიგაციო სეზონის განმავლობაში Belavia მინსკსა და ქუთაისს შორის ფრენებს კვირაში 2 სიხშირით განახორციელებს. ავიაკომპანია მინსკი-ქუთაისი-მინსკის საჰაერო ხაზზე რეისებს, Boeing 737-800 ხომალდებით, ყოველ ოთხშაბათს და კვირას შეასრულებს. 

აღსანიშნავია, რომ Belavia-მ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ოპერირება მიმდინარე წლის 4 აგვისტოდან დაიწყო და ზაფხულის სანავიგაციო სეზონის განმავლობაშიც მინსკსა და ქუთაისს შორის 2 სიხშირით ოპერირებდა.

ავიაკომპანია ზამთრის სანავიგაციო სეზონის განმავლობაში მინსკიდან რეისებს შეასრულებს ასევე თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტებშიც. 

avianews.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.