ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს მთაწმინდის პარკი განსაკუთრებული პროგრამით აღნიშნავს
ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე 1950 წლიდან მრავალ ქვეყნაში აღინიშნება და წარმოადგენს იმის შეხსენებას, რომ სახელმწიფო ვალდებულია, უზრუნველყოს თითოეული ბავშვის კეთილდღეობა, რაც გულისხმობს მათი სიცოცხლისა და ჯანმრთელობის, ხელმისაწვდომი განათლებისა და ცხოვრების სათანადო პირობებით სარგებლობის უფლებათა განხორციელებას.

ამ დღეს სხვადასხვა ქვეყანაში ბავშვებისთვის ეწყობა მასობრივი, გასართობი და კულტურული ღონისძიებები. დღესასწაულს, როგორც წესი, აღნიშნავენ ბავშვებისადმი მიძღვნილი კონცერტებით, გამოფენებითა და სხვა ღონისძიებებით.
მთელს მსოფლიოსთან ერთად ამ თარიღს საქართველოშიც ზეიმობენ. წელს ამ დღეს განსაკუთრებული პროგრამით მთაწმინდის პარკი აღნიშნავს.
შესაბამისად, თუ გსურთ, რომ თქვენ პატარას ეს დღე განსაკუთრებულ დღესასწაულად უქციოთ და თქვენც შეიქმნათ განწყობა აუცილებლად უნდა ეწვიოთ მთაწმინდის პარკს, სადაც გასართობი ღონისძიებები 3 ლოკაციაზე ცენტრალურ მოედანზე, ამფითეატრსა და საბავშვო ზონაში გაიმართება.
გასართობი პროგრამის მთავარი წამყვანი ყველასათვის საყვარელი მსახიობი თათული ედიშერაშვილი იქნება, რომელიც შეეცდება პარკში მისულებს მხიარული და სადღესასწაულო გარემო შეუქმნას.

ღონისძიებების ფარგლებში გელოდებათ უამრავი გათამაშება, ჯამბაზების შოუ, უამრავი მუსიკალური თუ ქორეოგრაფიული ნომერი, შემეცნებითი თამაშები და ბოლოს - უამრავი პრიზი.
ცენტრალურ მოედანზე გამართულ კონცერტში მონაწილოებას მიიღებენ: კახა კუხიანიძის სტუდიის ბავშვები, სტუდია "Dancing with the emotions flow“ ,თეატრალური სტუდია "არტ-პლაზა", ნიკოლოზ რაჭველი და მისი ორკესტრი „პარაორკესტრთან“ ერთად.

ხოლო ამფითეატრში ღონისძიებები 12:00 საათიდან დაიწყება და მონაწილეობას მიიღებს: "ანსამბლი გვირილა", "ანსამბლი ივერია“, საგარეჯოს კულტურის ცენტრის ვოკალური ანსამბლი, საესტრადო ვოკალურ-ქორეოგრაფიული ანსამბლი "იმედი".
საბავშვო ზონაში კი შემეცნებითი თამაშების მრავალფეროვნება იქნება, ასევე იქნება ბალენირების,
ვოკალურ-ქორეოგრაფიული ანსამბლისა და ✅ოჩოფეხების წარმოდგენები.
მონაწილეთა რაოდენობასა და პროგრამის მრავალფეროვნებას თუ გავითვალისწინებთ, ცხადია რომ მთაწმინდის პარკში 1 ივლისს დიდი მხიარულება იქნება.
ასე, რომ თუ გსურთ, თქვენს პატარებს მათი დღე გაულამაზოთ აუიცლებლად, უნდა ეწვიოთ მთაწმინდის პარკს და შეუერთდეთ ამ დიდ დღესასწაულს.
დღის გეგმას ლოკაციების მიხედვით შეგიძლიათ გაეცნოთ ლინკზე: https://www.facebook.com/events/1832562477040075/?active_tab=discussion