ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
ბათუმში UEFA-ს სტანდარტების სტადიონის მშენებლობა 2020 წლის შემოდგომაზე დასრულდება
06 აგვისტო, 2018

ბათუმის საერთაშორისო საფეხბურთო სტადიონის პროექტის სამშენებლო სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს. ხელშეკრულების მიხედვით, UEFA-ს IV კატეგორიის სტანდარტების სტადიონის მშენებლობა 2020 წლის შემოდგომაზე დასრულდება.

უახლოეს დღეებში იარუსების მოწყობა დაიწყება. სექტემბრიდან დაგეგმილია ლითონის კონსტრუქციების სამუშაოები, რაც სტადიონის გადახურვას მოიცავს.

სტადიონი  20 000 მაყურებელზე იქნება გათვლილი. მშენებლობის პროცესში ჯამში 500 ადამიანი დასაქმდება.

სტადიონი არქიტექტურული მემბრანით იქნება გადახურული. მაყურებელთა გადაადგილება დამცავი ბარიერებისა და მიმმართველი გამყოფი ლითონის მოაჯირების საშუალებით მოხდება. სტადიონს რამდენიმე შესასვლელი ექნება: მედიის,ავტობუსების, სპორტსმენების და VIP. ტერიტორიაზე დაახლოებით 1200 მანქანაზე გათვლილი პარკინგი მოეწყობა.

"ეს უმნიშვნლოვანესი პროექტი საშუალებას მოგვცემს, ბათუმში ვუმასპინძლოთ ძალიან მნიშვნელოვან ღონისძიებებს. ეს ძალიან მნიშვნელოვანია არა მხოლოდ სპორტული ღონისძიებების ჩასატარებლად, არამედ მეტი ტურისტის მოსაზიდად ქალაქში და ზოგადად აჭარაში. ამასთან ერთად, ჩვენ გვაქვს მნიშვნელოვანი გეგმები, რომ მოვახდინოთ ბათუმის ურბანული განვითარება, დავამკვიდროთ ევროპული სტანდარტები. სტადიონი არის ნებისმიერი წარმატებული ევროპული ქალაქის აუცილებელი ატრიბუტი. აქედან გამომდინარე, ჩვენ ყოველდღიურ რეჟიმში ვახორიელებთ მონიტორინგს, რომ ეს პროექტი ვადაში დასრულდეს", - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

www.travelingeorgia.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.