ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
ბაქო-თბილისის მიმართულებით AZAL-ის ნაცვლად Buta Airways იფრენს
16 აგვისტო, 2017

1 სექტემბრიდან, ბაქო-თბილისი-ბაქოს საჰაერო ხაზზე რეგულარული რეისების შესრულებას "აზერბაიჯანის ავიახაზების" ("AZAL") ნაცვლად, ამავე ავიაკომპანიის სტრუქტურის ქვეშ დაფუძნებული დაბალბიუჯეტიანი ავიაგადამზიდველი Buta Airways იწყებს. 

თავდაპირველად ავიაკომპანიების ჩანაცვლება 4 სიხშირეზე მოხდება, ხოლო 29 ოქტომბრიდან, ყველა რეისს აღნიშნულ მიმართულებაზე „Buta Airways"-ი შესრულებს. 

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში წარმოდგენილი განრიგის მიხედვით, ზამთრის სანავიგაციო სეზონიდან (29 ოქტომბერი - 24 მარტი) საქართველოსა და აზერბაიჯანის დედაქალაქებს შორის ავიამიმოსვლა გაზრდილი სიხშირით განხორციელდება. 

ფრენები არსებული 10 სიხშირის ნაცვლად, კვირაში 14 სიხშირით (დღეში ორჯერ) Embraer E190 / E170 ტიპის საჰაერო ხომალდებით განხორციელდება. 
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ ფრენების განხორციელებისათვის აუცილებელი ნებართვა ავიაკომპანიას 9 აგვისტოს მიანიჭა. 

"Buta Airways" წარმოადგენს ავიაკომპანია „აზერბაიჯანის ავიახაზების" (AZAL) სტრუქტურის ქვეშ შექმნილ ავიაკომპანიას, რომელიც დაფუძნებულია დაბალტარიფიან (Low Cost) მოდელზე და სამგზავრო საავიაციო მიმოსვლის დაწყებას 1 სექტემბრიდან გეგმავს.

www.bm.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.