ბაქო–თბილისი–ყარსის მარშრუტზე ტურისტული მატარებლების გაშვება იგეგმება - აზერბაიჯანის ტურიზმის ასოციაციის ხელმძღვანელის მუზაფარ აგაკერიმოვზე დაყრდნობით, ინფორმაციას სააგენტო „პირველი“ ავრცელებს. მისივე თქმით, პროექტის გაშვებამდე შეისწავლიან ამ ტურისტული მარშრუტის პოტენციალს და განსაზღვრავენ მოთხოვნის სავარაუდო მოცულობას.
„თავდაპირველად ამ მიმართულებით შესაძლებელია რამდენიმე ვაგონის გაგზავნა. თუ ეს მარშრუტი პოპულარული გახდება, მომავალში მთელი სპეციალური შემადგენლობები დაინიშნება. აზერბაიჯანში აღნიშნული პროექტისთვის დიდი პოტენციალია და შესაძლებელია ირანელი ტურისტების მოზიდვაც. ზოგადად, მატარებლით მოგზაურობა ტურიზმის შესანიშნავი სახეობაა“, – აღნიშნა გაკერიმოვმა.
ტურიზმის სპეციალისტი აღნიშნავს, რომ ასეთი ტურის ორგანიზებისთვის საჭიროა სამმხრივი შეთანხმების მიღწევა აზერბაიჯანის, საქართველოსა და თურქეთის სარკინიგზო უწყებებს შორის.
ბაქო–თბილისი–ყარსის რკინიგზის ოფიციალური გახსნა 30 ოქტომბერსაა დაგეგმილი.
commersant.ge