ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
“ბამბის რიგი ისტორიულ ფუნქციას იბრუნებს”
04 თებერვალი, 2019

კომპანია “მეიდან ჯგუფი-ს” ინიციატივით ინტენსიურად მიმდინარეობს ძველ თბილისში, ბამბის რიგისათვის თავისი ისტორიული ფუნქციის დაბრუნება.  ამის შესახებ თავად “მეიდან ჯგუფი” იუწყება. 

მათი ინფორმაციით, ქუჩაზე განთავსებული კომერციული ფართების ძირითადი ნაწილი კაფე-ბარების ნაცვლად უკვე დაიკავა სხვადასხვა ქართველი დიზაინერების მაღაზიებმა, ხოლო დარჩენილი ნაწილი ეტაპობრივად ადაპტირდება ბამბის რიგის ისტორიულ ფუნქციასთან. მაღაზიებში წარმოდგენილია საქართველოში დამზადებული ტანისამოსი და აქსესუარები. 

ამ ეტაპზე ბამბის რიგზე წარმოდგენილია შემდეგი დიზაინერების მაღაზიები: აკა ნანიტაშვილი, ქეთი ჩხიკვაძე, თამუნა ინგოროყვა, დიანა ქვარიანი, ლია, შოუ-რუმი “ქაბინ” თამარა ხოშტარია და ირინა თოიძე, თეო გარდაფხაძე და ა.შ. 

“თბილისის ამ უნიკალური არქიტექტურისა და მდებარეობის ქუჩაზე გაზაფხულიდან იგეგმება ქართველი დიზაინერების ჩვენებების მოწყობა”,- ნათქვამია კომპანიის განცხადებაში. 

www.bm.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.