ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
ბაკურიანი ტურისტული სეზონისთვის ემზადება
25 სექტემბერი, 2018

ბაკურიანი ტურისტული სეზონისთვის ემზადება. დაბა ბაკურიანში დიდველთან მისასვლელი ალტერნატიული გზის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს.

გუბერნატორის ბესიკ ამირანაშვილის თქმით, გზა დაბა ბაკურიანის ახალ დასახლებაში გადის და ის მნიშვნელოვნად განტვირთავს ცენტრალურ გზას მანქანების ჭარბი რაოდენობისგან.

ზამთრის სეზონზე ცენტრალურ ქუჩებს მეტი დატვირთვა აქვს, რაც იწვევს საცობებს და შემაწუხებელია როგორც დამსვენებლისთვის ასევე ადგილობრივი მოქალაქეებისთვის.

კეთდება დიდველისკენ მიმავალი საავტომობილო სათადარიგო გზა. 1 კმ. სიგრძის მონაკვეთზე ინტენსიურად მუშაობს მძიმე ტექნიკა, რომელიც გრუნტის მოსწორებას უზრუნველყოფს. ასევე აღსანიშნავია, რომ დაბა ბაკურიანში პარალელურად მიმდინარეობს შემოვლითი გზისა და კაპიტალური საპარკინგე ადგილის მოწყობაც.

www.travelingeorgia.ge
 


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.