ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
ბაგრატის ტაძარი სრულად განათდება
23 მაისი, 2018

ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის გადაწყვეტილებით, ბაგრატის ტაძრის განათების სრული რეაბილიტაცია და დამატებითი სანათების დამონტაჟება მიმდინარეობს.

მერიის ინიციატივით რამდენიმე ქუჩის გარეგანათების სამუშაოები მიმდინარეობს. ასევე ნათდება ქალაქში არსებული ყველა მოედანი.

 „ბაგრატის ტაძარი არასათანადოდ იყო განათებული, რამდენიმე სანათი მწყობრიდან იყო გამოსული. ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება ტაძარი სრულიად გავანათოთ. ასევე განათდება ის ქუჩები, სადაც მოსახლეობას სამართლიანი პრეტენზიები გააჩნდათ. ჩვენი პრიორიტეტია განათებული ქუთაისი, რომლის ფარგლებში კიდევ მრავალი აქტივობაა დაგეგმილი“ განაცხადა ქუთაისის მერმა გიორგი ჭიღვარიამ.

www.travelingeorgia.ge

 


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.