გურჯაანის რაიონ, სოფელ ახაშენში მაღალი სტანდარტების შესაბამისი 41 ნომრიანი სასტუმრო გაიხსნება.
სასტუმრო „ახაშენი რეზორტი“ მშენებლობას ერთ-ერთ საუკეთესო ადგილზე გეგმავს, რომელიც მიმზიდველი ლოკაცია იქნება, როგორც ტურისტებისთვის, ასევე ადგილობრივი ვიზიტორებისთვის.
41 ნომრიან სასტუმროში დასაწყისისთვის 35 ადამიანი დასაქმდება, ამოქმედდება მაღალი დონის რესტორანიც. ვიზიტორებს საშუალება ექნებათ ისარგებლონ საკონფერენციო დარბაზით და საცურაო აუზით.
ახალი სასტუმრო სტუმრებს 2018 წლის მარტიდან უმასპინძლებს. სასტუმროს მფლობელები მიზნად ისახავენ საქართველოში ღვინის გზის მიმართულებით ტურიზმის განვითარებას და წარმოებული პროდუქციის ცნობადობის ამაღლებას.
პროექტის საინვესტიციო მოპცულობა 5,52 მლნ ლარია. სასტუმრო ახაშენში სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში გაიხსნებაგანვითარების კომპონენტის ამოქმედებიდან მცირე დროში პროგრამას უკვე 38-ე ბენეფიციარი ჰყავს.
www.travelingeorgia.ge