ავიაბაზარზე ოპერირება ახალმა ქართულმა ავიაკომპანიამ My Way Airlines-მა დაიწყო.
პირველ ეტაპზე ფრენები 5 მიმართულებით შესრულდება, წლის ბოლომდე კი რეისების რაოდენობა 10 მიმართულებით გაიზრდება.
ავიაკომპანია ქართული საფრენოსნო და ტექნიკური პერსონალით არის დაკომპლექტებული.
ამ დროისთვის ავიაკომპანიაში 100 ადამიანია დასაქმებული, თუმცა მათი რაოდენობის 1500-მდე გაზრდა იგეგმება.
2017 წლის ნოემბერში საქართველოში ჩინეთიდან 43,4 მილიონი დოლარის ორი, BOEING 737-800 ტიპის თვითმფრინავია იმპორტირებული. მესამე თვითმფრინავს 2018 წლის ივლისის დასაწყისში ელოდებიან, მეოთხეს — დეკემბერში.
კომპანია ავიაბაზარზე რეგულარული ფრენების დაწყებას 2018 წლის მაისიდან ეტაპობრივად გეგმავს.
Myway Airlines-ს ექსპლუატანტის სერტიფიკატი (AOC) იანვარში მიენიჭა. გადაყვანა-გადაზიდვის მოწმობა კი კომპანიამ თებერვალში აიღო. Myway Airlines-ი ფრენებს თბილისი-თელ-ავივის, თბილისი-მოსკოვის, თბილისი-ჟუკოვსკის, თბილისი-სამარას, თბილისი-სანქტ-პეტერბურგის, თბილისი-თეირანის, თბილისი-კიევის, თბილისი-მინსკის, თბილისი-დუბაის და თბილისი-პეკინის მიმართულებით გეგმავს.
www.travelingeorgia.ge