ალბათ ძალიან სასიამოვნო ფაქტია, ის რომ, აზერბაიჯანში, ქალაქ ბაქოში, ერთ ერთი წამყვანი ტურისტული ჰოლდნგის JM gourp ის თანადამფუძნებელნი და მმართველნი, ქართველი ძმები, ახალგაზრდა ბიზნესმენები შოთა და რეზი ანასაშვილები გახლავთ.
JM group ის უახლეს გეგმებშია საქართველოში წარმომადგენლობის გახსნა და არაბული სახელმწიფოებიდან ტურისტების მოზიდვა.
როგორც ძმებმა ანასაშვილებმა განაცხადეს მათი პრიორიტეტი კვლავ რჩება ქართული ტურისტული ბაზრის ათვისება, სხვადასხვა მიმართულებით. მათი ქართველი პარტნიორის ირაკლი ეფრემიძის თქმით კი JM gourp -ს აქვს უზარმაზარი ინტელექტუალური და სხვა ტიპის რესურსი, რათა სწორად მოხდეს მათი ბიზნესის განვითარება, როგორც აზერბაიჯანის ასევე საქართველოს ტერიტორიაზე.
დღეს დღეისობით آJM Group ი დაკავებულია რესურსების შესწავლითა და მობილიზებით, რაშიც მათ ქართული ტურისტული კომპანია 08 თრეველი ეხმარება და უწევს შესაბამის კონსულტაციას.
გვინდა წარმატებები და წინსვლა ვუსურვოთ ამ კომპანიას და მის ქართველ თანამფლობელებს, ბატონ შოთა და რეზი ანასაშვილებს.