ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
ავიაკომპანია Air France ქართული «დედე» დაინტერესდა
02 მარტი, 2018

ქართული ფილმი "დედე" სულ მალე Air France-ის ავიახაზების მგზავრებისთვის გახდება ხელმისაწვდომი. ამის შესახებ ფილმის რეჟისორმა მარიამ ხაჭვანმა განაცხადა. 

კერძოდ, მალე ავიაკომპანიის მგზავრებს „დედე“-ს ნახვა მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში თვითმფრინავით ფრენისას შეეძლებათ.

"დედე: სვანური ბალადა" ახალგაზრდა რეჟისორის, მარიამ ხაჭვანის პირველი სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმია.

კინოსურათმა გაიმარჯვა აზიურ ოსკარად წოდებულ საერთაშორისო კინოფესტივალზე APSA, ნომინაციაში „კულტურული მრავალფეროვნება."

imedinews.ge




© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.