ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
ავიაკომპანია MYWAY AIRLINES მგზავრებს ბორტზე საქართველოში დამზადებულ საკვებს შესთავაზებს
02 თებერვალი, 2018

ჩინური ინვესტიციით შექმნილი ქართული ავიაკომპანია Myway Airlines-ი ძირითადად საქართველოს მოქალაქეებს დაასაქმებს და მგზავრებს ბორტზე საქართველოში დამზადებულ საკვებს შესთავაზებს.

როგორც Bm.ge-სთან ავიაკომპანიის კომერციული დირექტორი იგორ აფციაური ამბობს, ყველა პოზიციაზე, ბორტგამცილებელი იქნება თუ მენეჯმენტი, დასაქმდება ადგილობრივი კადრები.

მისივე თქმით, ამ ეტაპზე ავიაკომპანიაში 80 ადამიანია დასაქმებული და აქედან 97% საქართველოს მოქალაქეა. დასაქმებულთა რაოდენობა კომპანიის ოპერირების დაწყების შემდეგ გაიზრდება.

"Myway Airlines ქართული ავიაკომპანია და იქნება ბაზირებული საქართველოში, TAV-თან ხელშეკრულებით, გვეძლევა საშუალება გვქონდეს ჩვენი "ქეთერინგი", მომავალში კი აეროპორტის ტერიტორიაზე ვგეგმავთ საკვები ობიექტის მოწყობას " - განაცხადა აფციაურმა.


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.