ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
არაბი ჟურნალისტები საქართველოს ტურისტულ შესაძლებლობებს გაეცნენ
06 სექტემბერი, 2018

საუდის არაბეთის წამყვანი მედიასაშუალებების წარმომადგენლები საქართველოს ტურისტულ პოტენციალს გაეცნენ.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით საქართველოს სხვადასხვა რეგიონს 16 არაბი ჟურნალისტი, ბლოგერი და ავიაკომპანია Flynas Airline-ის 2 წარმომადგენელი ეწვია.

დაბალბიუჯეტიანმა ავიაკომპანიამ Flynas რიადი-თბილისის მიმართულებით რეისების შესრულება წელს დაიწყო. ტურის მონაწილეებმა თბილისი, მცხეთა, გორი, უფლისციხე დაათვალიერეს, ასევე ესტუმრნენ კახეთს. თბილისში არაბ ჟურნალისტებს შეხვდა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გიორგი ჩოგოვაძე, შეხვედრაზე პრესტურის მონაწილეებისთვის საქართველოს ტურისტული მიმართულების შესახებ სპეციალური პრეზენტაცია გაიმართა.

www.travelingeorgia.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.