ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
„აქსის თაუერსი“ - ყველაზე მაღალი ცათამბჯენი საქართველოში
14 აგვისტო, 2018

საქართველოში ყველაზე მაღალი ცათამბჯენი აშენდა. „აქსის თაუერსი“ საქართველოს თანაინვესტირების ფონდისა და დეველოპერული კომპანია აქსისის ერთობლივი პროექტია.

თბილისის ყველაზე მაღალი შენობა ორი 37 სართულიანი, ერთმანეთის საწინააღმდეგოდ მბრუნავი ცათამბჯენისგან შედგება, მათგან ერთი მინისაა, მეორე კი ქვის. პროექტის საინვესტიციო მოცულობა 92 მლნ დოლარია.

მრავალფუნქციურ კომპლექსში განთავსდება საცხოვრებელი ფართები, A კლასის საოფისე ცენტრი, Accor ჯგუფში შემავალი 5 ვარსკვლავიანი სასტუმრო „პულმანი“ (Pullman), რესტორნები 360 გრადუსიანი ხედით თბილისზე, სავაჭრო ცენტრი, საკონფერენციო დარბაზი, საცურაო აუზი და სპა. სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განვითარების მიზნით, პროექტის ფარგლებში დაგეგმილია 500 ადგილიანი ავტოფარეხის მშენებლობა და საფეხმავლო, რეკრეაციული ზონის მოწყობა, რომელიც ჭავჭავაძის გამზირს აბულაძის ქუჩასთან დააკავშირებს,

დღეის მდგომარეობით, პროექტის მშენებლობის ეტაპზე დასაქმებულია 500-მდე ადამიანი, პროექტის დასრულების შემდგომ 800-ზე მეტი ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნება.

www.travelingeorgia.ge

 

 


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.