ამბროლაურშისაერთაშორისო სტანდარტების ფეხბურთის მოედანი შენდება. პროექტს ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერია აფინანსებს.
სპორტული მოედნის დასრულების შემდეგ რაჭა - ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარეს საშუალება ექნება უმასპინძლოს როგორც სხვადასხვა საფეხბურთო კლუბის სპორტულ შეკრებებს, ისე ეროვნულ და საერთაშორისო დონის ტურნირებს.
ამ დროისთვის დასრულებულია პირველი ეტაპის სამუშაოები, მეორე ეტაპის პროექტირების დასრულება კი 21 თებერვლისთვის იგეგმება.
მოედანი გათვლილია 500 მაყურებელზე. პროექტის ღირებულება 650 000 ლარამდეა.
www.travelingeorgia.ge