ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
ამბროლაურში ფიფას სტანდარტების სტადიონი აშენდება
25 აპრილი, 2018

ამბროლაურში ახალი, თანამედროვე სტანდარტების სპორტული მოედნის მშენებლობა მიმდინარეობს.

მოედნის დასრულების შემდეგ ამბროლაურს საშუალება მიეცემა უმასპინძლოს სხვადასხვა  მნიშვნელოვან სპორტულ შეხვედრას.

პროექტის ბიუჯეტი 2,5 მლნ ლარია. პროექტის ფარგლებში კეთდება ფიფას სტანდარტების შესაბამისი 2 სტადიონი, 500 კაცზე გათვლილი ტრიბუნა, დამხმარე შენობა-ნაგებობები, კომუნიკაციები.

როგორც ამბროლაურის მუნიციპალიტეტში განმარტავენ, მოედნის მშენებლობა ხელს შეუწყობს სპორტული ტურიზმის განვითარებას, ვიზიტორთა რაოდენობის გაზრდას, სამუშაო ადგილების შექმნას და ადგილობრივი მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას.

www.travelingeorgia.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.