ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
Airbnb-ის აქტივობა თბილისის ბაზარზე შთამბეჭდავად იზრდება
15 ივლისი, 2017

Airbnb-ის აქტივობა თბილისის ბაზარზე შთამბეჭდავი ტემპით იზრდება. Galt&Taggart-ის მონაცემებით, ბოლო ორი წლის განმავლობაში, Airbnb-ზე განაცხადების რაოდენობა 233%-ით გაიზარდა.

აპარტამენტების (ბინების) დაჯავშნის ცნობილ და მოსახერხებელი სისტემა airbnb-ზე 2015 წელს  2 100 განაცხადი იყო, 2017 წელს კი განაცხადებვის რაოდენობა 7 000-ს აღწევს.

ამ ეტაპზე თბილისში დაახლოებით 4 300 მასპინძელი სთავაზობს სხვადასხვა ტიპის განთავსების მომსახურებას ვიზიტორებს. ყველაზე მეტად გავრცელებულია ერთ და ორსაძინებლიანი ბინები, რომლებიც მთლიანი განაცხადების დაახლოებით 60%-ია.

დაახლოებით 1 000 მესაკუთრეს აქვს Airbnb-ზე რამდენიმე განაცხადი, აქედან კი 100 მასპინძელს ოთხზე მეტი განაცხადი. შეიძლება ითქვას, რომ თბილისში ბინის ყიდვა Airbnb-დან ქირის მისაღებად, გავრცელებულ ბიზნეს მოდელად იქცა.

www.bpi.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.