ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
Airbnb-ი მანქანის დაქირავების სერვისი ამოქმედებას გეგმავს - Financial Times
12 ოქტომბერი, 2023

ამერიკული საცხოვრებელი ადგილის დაჯავშნის სერვისი Airbnb ბიზნეს მოდელის გარდაქმნას გეგმავს. კერძოდ, სურს გრძელვადიანი გაქირავების სეგმენტი გააფართოოს და მანქანის დაქირავების სერვისის დანერგოს. ამის შესახებ Financial Times-ი წერს.

Airbnb-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ბრაიან ჩესკიმ თქვა, რომ პირველი ნაბიჯები გეგმის განსახორციელებლად უკვე მომავალ თვეში გადაიდგმება და ეს იქნება კომპანიის ისტორიაში ყველაზე დიდი განახლება. გრძელვადიანი გაქირავების სეგმენტის გაზრდა მათი ერთ-ერთი მთავარი საქმიანობა იქნება ამ და მომდევნო წლებში.

მეორე კვარტალის ბოლოს, 30 დღეზე მეტი ხნის განმავლობაში დაჯავშნილი ქონების რაოდენობა Airbnb-ის მიერ დამუშავებული ჯავშნების მთლიანი რაოდენობის მხოლოდ 18%-ს შეადგენდა.

კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი მიიჩნევს, რომ ეს წილი შეიძლება გაიზარდოს, რადგან პანდემიის შემდეგ მსოფლიოში ერთიდან 3 თვემდე ვადით საცხოვრებლის გაქირავებაზე მოთხოვნა ჩამოყალიბდა და ამ მოთხოვნის სიდიდე ძალიან დაუფასებელია.

კომპანია ასევე გეგმავს განსაკუთრებული ყურადღების მიქცევას მანქანის დაქირავების ორგანიზებაზე.

„მანქანა არის მეორე უდიდესი აქტივი ადამიანის ცხოვრებაში მისი სახლის შემდეგ", - აღნიშნა კომპანიაში.

გარდა ამისა, დივერსიფიკაციის გეგმების ფარგლებში, სერვისი ასევე განიხილავს კლიენტებისთვის სარესტორნო სერვისების მიწოდების შესაძლებლობას.

commersant.ge

 


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.