ლატვიური ავიაკომპანია Air Baltic-ი საქართველოს მიმართულებით სიხშირეს ზრდის.
ავიაკომპანია რიგა-თბილისი-რიგის მარშრუტზე კვირაში 3 სიხშირით დაფრინავს, თუმცა სიხშირეების გაზრდაზე სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში განაცხადი უკვე შეიტანა. ახალი განრიგით, მალე კვირაში 6 სიხშირით იფრენს.
„საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ ხელმძღვანელის ქეთი ალექსიძის განმარტებით, Air Baltic-ი მაისიდან კვირაში 4 სიხშირით იფრენს, ივნისი-სექტემბერის პერიოდში 6 სიხშირით.
სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს სტატისტიკური მაჩვენებლებით, ავიაკომპანია ბაზრის 1%-ის მფლობელია. 2016 წელს Air Baltic-ი 33 958 მგზავრს მოემსახურა, 2017 წელს 39 777 მგზავრს.