ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
AHEAD GLOBAL AWARDS-ზე წარდგენილი „სტამბასთვის“ ხმის მიცემა 23 იანვრამდეა შესაძლებელი
10 იანვარი, 2019

სასტუმრო „სტამბას“ AHEAD Global Awards-ზე გამარჯვების მოპოვების შანსი აქვს, რაც მსოფლიო მასშტაბით სასტუმრო ინდუსტრიაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი აღიარების მაჩვენებელია.

“ეს არა მხოლოდ შენობის დიზაინისა და არქიტექტურის, არამედ მთლიანად საქართველოს აღიარებაა, რომელიც გააღვივებს ქვეყნისადმი ინტერესს საერთაშორისო დონეზე და ხელს შეუწყობს ტურიზმის განვითარებას“, – აცხადებენ სასტუმროს მფლობელ ,,აჭარა ჯგუფში“.

AHEAD Global Awards-ზე წარდგენილი „სტამბასთვის“ ხმის მიცემა 23 იანვრამდეა შესაძლებელი; გამარჯვებული კი, 28 იანვარს გამოცხადდება.

კონკურსის პირობების თანახმად, გარდა ჟიურის წევრებისა, სასტუმრო „სტამბას“ გამარჯვება დამოკიდებულია ხმის მიცემის საჯარო პროცესზე.

ხმის მიცემის პროცესი ასეთია:
ხმის მისაცემად საჭიროა, გადახვიდეთ ბმულზე – https://bit.ly/2VCTcdD და ამოირჩიოთ სასტუმროები ყველა კატეგორიაში, ან მონიშნოთ SKIP CATEGORY. კატეგორიის – The New Concept of the Year, სასტუმროების ჩამონათვალში შესაძლებელია აირჩიოთ სასტუმრო „სტამბა“.

გვერდის ბოლოს წერილობით აღნიშნოთ ფავორიტი სასტუმრო და მიუთითოთ ხმის მიმცემის სახელი, გვარი და იმეილი. ასევე მნიშვნელოვანია მონიშნოთ I agree to the terms and conditions და ბოლოს დააჭიროთ ღილაკს “Cast Votes”.

www.bm.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.