ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
აგვისტოში საქართველომ ტურიზმიდან 441 მლნ დოლარის შემოსავალი მიიღო
13 სექტემბერი, 2018

ტურიზმის სექტორში შემოსავლები ზრდის ტრენდით ხასიათდება.

საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2018 წლის აგვისტოში ტურიზმიდან შემოსავლების მოცულობა 441 მლნ დოლარამდეა, ერთი წლის განმავლობაში ზრდა 12%-ია.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს იანვარში 1,186 მლნ უცხოელი სტუმრობდა, აქედან ტურისტი 737 000-მდე (24 საათზე მეტი ხნით მყოფი). აგვისტოში სტუმრების რაოდენობა 9,7%-ით არის გაზრდილი, ტურისტების 13,9%-ით.

მთლიანობაში იანვარ-აგვისტოში საქართველომ ტურიზმიდან 2,23 მლრდ დოლარი მიიღო.

www.travelingeorgia.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.