„აეროპორტის რკინიგზის“ სადგურზე კაფე გაიხსნება და ბარგის შეფუთვის სერვისი მოეწყობა
აეროპორტის რკინიგზის სადგურში ბარგის შეფუთვის სერვისი მოეწყობა და „თეიქ-ა-ვეის“ პრინციპით კაფე გაიხსნება. პროექტს კომპანია ,,ქა-რე“ განახორციელებს.
აღსანიშნავია, რომ თბილისის აეროპორტის ტერიტორიაზე არსებული რკინიგზის ავტოსადგურის და მის წინ მდებარე ავტო სადგომის კეთილმოწყობის მიზნით 2017 წლის ნოემბერში კომპანიამ „ჯიარ ქონების მართვა’’ ინტერნეტ აუქციონის წესით, 10 წლიანი ვადით, დროებით სარგებლობაში გასცა სამგზავრო სადგურის შენობის I სართულზე მდებარე 303,33 ფართის, II სართულზე მდებარე 192,94 კვ.მ ფართის და მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული 2089 კვ.მ მიწის ნაკვეთი.
აუქციონში გამარჯვებულმა კომპანიამ ,,ქა-რე“, რომელიც ავტოგაქირავების ბაზარზე გერმანული გლობალური გიგანტის „სიქსთის“ წარმომადგენლობაა საქართველოში, იჯარით აღებულ „თბილისი-აეროპორტის” რკინიგზის სამგზავრო სადგურზე გახსნა თვითმომსახურებადი, ავტომატიზირებული მართვის სისტემით არჭურვილი ავტოსადგომი და ავტოგაქირავების მომსახურების სერვისი, რომელიც გათვლილია უცხოელ ტურისტებზე და ადგილობრივ მომხმარებელზე.
www.travelingeorgia.ge