ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
„აჭარა ჯგუფი“ კოხტა-მიტარბზე Rooms-ის სასტუმროს ხსნის
11 სექტემბერი, 2018

„აჭარა ჯგუფი“ კოხტა-მიტარბზე Rooms-ის 100 ნომრიან სასტუმროს 2019 წლის გაზაფხულზე გახსნის. სასტუმროს აუზი, რესტორანი, საკონფერენციო დარბაზი და ივენთების მოსაწყობი სივრცე ექნება.

როგორც „კომერსანტს“ „აჭარა ჯგუფის“ აღმასრულებელმა დირექტორმა ვალერი ჩეხერიამ განუცხადა, სასტუმროს მშენებლობის სამუშაოები აქტიურ ფაზაშია.

სასტუმროს მშენებლობაში ჯამში 10 მლნ დოლარამდე ინვესტიცია ჩაიდება, აქედან 5 მლნ-ს „აჭარა ჯგუფი“, 5 მლნ-ს პარტნიორი კომპანია „კოხტა რუმს ჰოტელ მენეჯმენტ ჯგუფი“ ჩადებს. 

www.travelingeorgia.ge

 


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.