WorldTravelAwards-მა Hertz-ი საქართველოში ავტოგაქირავების წამყვად კომპანიად აღიარა
WorldTravelAwards™-მა Hertz-ი საქართველოში ავტომობილების გაქირავების წამყვად კომპანიად დაასახელა.
კომპანია Hertz-ი მომხმარებელს საქართველოს ნებისმიერი კუთხის დათვალიერების შესაძლებლობას აძლევს. თავად კომპანია ავტოგაქირავების ბაზარზე 90 წეია საქმიანობს. როგორც კომპანიის ოფიციალურ ვებ-გვერდზეა მითიტებული, დიდიხნიანი გამოცდილების ფონზე კომპანია მუდმივად აფართოებს ავტოპარკს და მომხმარებელს თანამედროვე სერვისს სთავაზობს. სწორედ ეს გახდა იმის მიზეზი, რომ კომპანია 145 ქვეყანაშია წარმოდგენილი.
კომპანია საქართველოში აქტიურად ვითარდება. ის ბაზარზე 2000 წლიდან არის წარმოდგენილი. მომხმარებლები არაერთ ახალ შესაძლებლობას იღებენ, რამდენადაც კომპანია მათ ავტოგაქირავებაში მყოფი ავტომობილების ფართო არჩევანს სთავაზობს. როგორც კომპანიის ვებგვერდზეა მითიტებული ნებისმიერ ადამიანს თავისი სურვილის შესაბამისად ნებიმისერ დროს შეუძლია გააფორმოს კომპანიასთან იჯარა ონლაინ, ტელეფონით ან ფაქსით მისაღებ ფასად. გარდა ამისა, კომპანია მომხმარებელს შესაძლებლობას აძლევს ავტომობილი თავად მიუყვანოს სასურველ ადგილას, ან შესთავაზოს მძღოლის მომსახურება და სხვა.
World Travel Awards-ის პრემიას ტურისტულ ოსკარსაც უწოდებენ. ყოველწლიურად მისი მფლობელები ხდებიან მოგზაურობის, სამოქალაქო ავიაციისა და სასტუმრო ბიზნესის ინდუსტრიის წარმომადგენლები. საზეიმო წვეულება 10 დეკემბერს ვიეტნამში, ცნობილ კუნძულ-კურორტზე ფუკუოკზე გაიმართა.
გამარჯვებული ვლინდება ონლაინ ხმის მიცემის პრინციპით, რომელშიც მონაწილობას იღებს ათასობით პროფესიონალი და მილიონობით მოგზაური. ძირითად კრიტერიუმად განისაზღვრება პროდუქტის ხარისხი და სერვისის დონე.
WorldTravelAwards ™ დაარსდა 1993 წელს. ყოველწლიურად, საერთაშორისო ჟიური სასტუმროებსა და ტურიზმის ინდუსტრიაში მოღვაწე კომპანიებს სხვადასხვა კატეგორიაში აჯილდოვებს, როგორც მსოფლიო, ისე – საერთაშორისო თუ რეგიონალურ დონეზე. კატეგორიები მოიცავს სასტუმროს, ავიაკომპანიას, ტურისტულ სააგენტოსა, და ავტოსატრანსპორტო მომსახურების კომპანიებს.
ავტორი: მაია დემეტრაშვილი
www.travelingeorgia.ge