ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
Wizz Air-ი 2018 წელს საქართველოში გაფართოებას გეგმავს
15 იანვარი, 2018

WIZZ AIR-ი, რომელიც ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ერთ-ერთი უდიდესი და ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიაა, 2018 წლისთვის გაფართოებას აანონსებს.

კომპანიის ცნობით, 2017 წელს, Wizz Air-მა საქართველოს რეისებზე 310 000-ზე მეტი მგზავრის გადაყვანა უზრუნველყო, შესაბამისად წლიური ზრდა 102%-ით განისაზღვრა.

კომპანიამ ხელი შეუწყო ავიაციისა და ტურიზმის სფეროში ადგილობრივი სამუშაო ბაზრის სტიმულირებას და ინდუსტრიაში დაახლოებით 250 დამატებითი ირიბი სამუშაო ადგილის შექმნა განაპირობა.

„Wizz Air კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს მის ჩართულობას ქვეყნის განვითარებაში და 2018 წლის მაისიდან ქუთაისის აეროპორტში მეორე თვითმფრინავს ამატებს. ამავე წლიდან კომპანია იწყებს ფრენებს ქუთაისიდან ევროპის ისეთი ქალაქების მიმართულებით, როგორიცაა ათენი, ბარსელონა, პარიზი, პრაღა, რომი და ვენა“, - ამბობენ კომპანიაში.

2018 წელს   Wizz Air-ის გუნდს ეყოლება 85 ეკიპაჟისგან შემდგარი გუნდი და მომხმარებლებს 19 მარშრუტზე 441,000 სამგზავრო ადგილს შესთავაზებს. აღნიშნული წლის მანძილზე 96%-იანი ზრდის მაჩვენებელია.

Wizz Air-ის აღმასრულებელი დირექტორი ჯოზეფ ვარადი აღნიშნავს, რომ 2017 წელი Wizz Air-ის მასიური გაფართოების წელი იყო. „შედეგად ბიზნესის ყველა ასპექტში  მნიშვნელოვანი განვითარება მივიღეთ.  აღნიშნულმა Wizz Air აქცია ერთ-ერთ ყველაზე სწრაფად მზარდ ავიაკომპანიად, რაც მომავალი ათწლეულების განმავლობაში მუდმივი წინსვლის საწინდარია. ჩვენ მიერ დამკვიდრებული ულტრა-დაბალბიუჯეტიანი ბიზნეს მოდელის, მაღალკვალიფიციური და მომხმარებელზე ორიენტირებული ეკიპაჟის, ახალგაზრდა და თანამედროვე ფლოტისა და შესანიშნავი და ფასეულობებზე ორიენტირებული მომსახურების შედეგად, ჩვენი დაფარვის ყველა ქვეყანაში მგზავრები Wizz Air-ზე აჩერებენ არჩევანს. ჩვენ თანმიმდევრულ და სწრაფ ზრდას, ევროპაში და მის ფარგლებს გარეთ კიდევ უფრო მეტი შესაძლებლობების შექმნას ვაგრძელებთ.“

www.travelingeorgia.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.