ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
Wizz air-ი ქუთაისიდან რუმინეთის მიმართულებით რეგულარულ ფრენებს იწყებს
10 აპრილი, 2018

ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის დაბალბიუჯეტიანი უნგრული ავიაკომპანია Wizz air-ი ქუთაისიდან რუმინეთის მიმართულებით რეგულარული რეისებს შეასრულებს.

კომპანია კვირაში სამჯერ: სამშაბათს, ხუთშაბათსა და შაბათს იფრენს.

ბილეთების დაჯავშნა უკვე შესაძლებელია wizzair.com-ზე, სულ რაღაც 74.99 ლარიდან. ქუთაისიდან რუმინეთის დედაქალაქის, ბუქარესტის მიმართულებით მგზავრებს ეარბასის ტიპის ახალი თვითმფრინავი მოემსაურება.

პირველი რეისი ბუქარესტიდან ქუთაისის მიმართულებით 3 ივლისს შესრულდება.

Wizz Air-ი ქუთაისიდან ფრენას უკვე 14 ქვეყნის 20 მიმართულებით შეასრულებს. წელს ხელმისაწვდომი ხდება საერთო ჯამში 9 ახალი რეისი ვენის, რომის, ბარსელონას, ათენის, პრაღის, პარიზის, ვროცლავის, რიგისა და ბუქარესტის მიმართულებით.

www.travelingeorgia.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.