ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
აშშ-ს ქალაქებში ქვევრის ღვინის დეგუსტაციები გაიმართა
16 მარტი, 2018

აშშ-ს 6 ქალაქში ქვევრის ღვინის დეგუსტაციები იმართება. დეგუსტაციებზე მცირე მარნები: „იაგოს ღვინო“, „ოქრო ღვინოები“, „ხოხბის ცრემლები“, „მარიამ იოსებიძე“ და „რამაზ ნიკოლაძის ღვინის მარანი“ წარსდგნენ.

ქართველი მეღვინეები საკუთარ ღვინოებს აშშ-ში თავად წარადგენენ.
ქართული ღვინის დეგუსტაციები ტარდება საქართველოს მეღვინეობის 8-ათასწლიან ტრადიციებზე გადაღებული დოკუმენტური ფილმის „ჩვენს ძარღვებში ღვინო სჩქეფს“ (OUR BLOOD IS WINE) ჩვენების ფონზე. ფილმის რეჟისორია ამერიკელი კინორეჟისორი ემილი რელსბეიკი (Emily Railsback). ფილმის ხანგრძლივობაა 78 წუთია და მისი პრემიერა ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალზე შედგა. 

დეგუსტაციებზე, ღვინოსთან ერთად, წარმოდგენილია ქართული სამზარეულოც.

ქართული ღვინის დეგუსტაციები უკვე ჩატარდა ლოს-ანჯელესში და სან-ფრანცისკოში, დღეს გაიმართება პორტლენდში, ხოლო მომდევნო დღეებში ვაშინგტონში, ჩიკაგოსა და ნიუ-იორკში.

ქართველი მეღვინეები აშშ-ში იმყოფებიან ნატურალური ღვინოების იმპორტიორის, კრის ტერელის (Christopher Terrell) მიწვევითა და ორგანიზებით, ასევე ღვინის ეროვნული სააგენტოს ხელშეწყობით.

www.travelingeorgia.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.