ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
თბილისი Mercedes-Benz Fashion Week-ის მე-7 სეზონს მასპინძლობს
03 მაისი, 2018

სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისა და კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით, დღეიდან 7 მაისის ჩათვლით თბილისში Mercedes-Benz Fashion Week  თბილისის ცირკში გაიმართება.

Mercedes-Benz Fashion week-ის ერთ-ერთი მთავარი პარტნიორის სააგენტო “აწარმოე საქართველოში“ დახმარებით საქართველოს გავლენიანი და მსოფლიოში ცნობილი შემსყიდველები (ე.წ. ბაიერები) ესტუმრებიან ისეთი კომპანიებიდან, როგორიცაა: London College of Fashion, Albright Fashion Library, MACONDO და სხვა.

უცხოელი მოდის კრიტიკოსებთან და ბაიერებთან დაგეგმილი სამუშაო შეხვედრები ხელს შეუწყობს ქართველ დიზაინერებს და ქართულ მოდას,  საპატიო ადგილი დაიმკვიდროს მსოფლიო მოდის რუკაზე. 2018-2019 წლის შემოდგომა/ზამთრის კოლექციებს თბილისში 44 ქართველი და უცხოელი დიზაინერი წარმოადგენს.

გასული წელი მოდის კვირეულში მონაწილე დიზაინერებისთვის სხვა მხრივაც  წარმატებული იყო. წინა სეზონის შემდეგ მათი სამოსი მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანაში, ყველაზე პოპულარულ გალერეებსა და ბუტიკებში იყიდება. მოდის კვირეულის მიწურულს, 6 მაისს ახალგაზრდა ქართველ დიზაინერები თავიანთ პორტფელიოს ვოგ იტალიის აღმასრულებელ რედაქტორს Sara Sozzani Maino ( Head of Vogue Talents) და  Riccardo Terzo-ს წარუდგენენ.

Mercedes-Benz Fashion Week Tbilisi-ის მოდის კვირეულს მსოფლიოში ცნობილი გამოცემების ჟურნალისტები და რედაქტორები ეწვევიან.

www.travelingeorgia.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.