რომელი კომპანიები ლიდერობენ სასტუმროებისა და რესტორნების სექტორში ინვესტირებით. „საქსტატიდან“ გამოთხოვილი ინფორმაციის თანახმად, 2017 წელს აღნიშნულ სექტორში მსხვილ ინვესტორთა შორისაა „ჯი-ემ-თი სასტუმროები,“ „რუსთაველი ფროფერთი,“ „გუდაური სქი რესორტ“, „ჯორჯიან ჰოტელ მენეჯმენტი“, „ნუროლ ინშაათ ვე თიჯარეთის წარმომადგენლობა საქართველოში“, „მერსინ ტურიზმი“...
ნუსხას, რომელსაც გთავაზობთ არ არის დალაგებული რეიტინგის მიხედვით:
.JPG)
აღსანიშნავია, რომ უცხოელი ინვესტორებისთვის სასტუმროებისა და რესტორნების სექტორი მიმზიდველია.
„საქსტატის“ მონაცემებით, 2017 წელს სასტუმროებისა და რესტორნების სექტორში 90 მლნ დოლარის უცხოური ინვესტიცია
ჩაიდო, ეს მაჩვენებელი 1,5-ჯერ არის გაზრდილი 2016 წელთან შედარებით.
2016 წელს სასტუმროებისა და რესტორნების სექტორში უცხოელმა ინვესტორებმა 57 მლნ დოლარის კაპიტალი ჩადეს.
მაია დემეტრაშვილი
www.travelingeorgia.ge