თბილისის საერთაშორისო აეროპორტის ოპერატორი კომპანია TAV Georgia საქმიანობას აფასებს. TAV Georgia-ს გენერალური დირექტორი მეთე ერკალი კმაყოფილია აეროპორტის მიღწევებით.
კომპანიის Facebook-ის გვერდზე გამოქვეყნებულ ვიდეოში ერკალი ამბობს, „ტავ საქართველო“ პირველი საერთაშორისო პროექტი იყო კომპანია TAV-ის ისტორიაში. მისივე ტქმით, პროექტმა რომ გაამართლა ბოლოდროინდელი სტატისტიკაც მეტყველებს, აშენდა მოფრენის ახალი ტერმინალი და საჰაერო ხოლმალდის 5 ახალი სადგომი.
ტერმინალის ფართობი 25 000-დან 37 000-მდე გაიზარდა.
კომპანიის გენრეალური დირექტორის მოადგილე თეა ზაქრაძე ამბობს, რომ კომპანიამ მოღვაწეობა დაიწყო 500 000 მგზავრის მომსახურებით, დღეს კი ემსახურება 3 მლნ-ზე მეტ მგზავრს, ასევე მნიშვნელოვანია, რომ TAV Georgia-ში დღეს დასაქმებულია 1300 ადამიანი.
კომპანია TAV Urban-ი, რომელიც თბილისისა და ბათუმი საერთაშორისო აეროპორტების მმართველია წარმოდგენილია მსოფლიოს 17 ქვეყნის 76 აეროპორტში.
როგორც მეთე ერკალი ამბობს, კომპანიას სჯერა საქართველოს წარმატების. „ჩვენ აქტიურად ვთანამშრომლობთ ხელისუფლებასთან და გვჯერა, რომ მომავალში ეს თანამშრომლობა კიდევ გაგრძელდება და მეტ შედეგს მოგვიტანს, რადგან საქართველოს ბოლოდროინდელი მიღწევები ქვეყნის ნათელ მომავალზე მეტყველებს“.
ავტორი: მაია დემეტრაშვილი
www.travelingeorgia.ge