ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
S.O.S აბასთუმანს ვჭირდებით - ერთიანი ძალებით აბასთუმნის გადასარჩენად!
30 აგვისტო, 2017

ძვირფასო საზოგადოება!

ისევ დიდი ტრაგედია ტრიალებს საქართველოში, ისევ იწვის ჩვენი მიწა - აბასთუმნის ტყეს დიდი ხანძარი აქვს გაჩენილი! აქ უფრო რთულადაა სიტუაცია, რადგან ხანძრის კერა უღრან ტყეშია...

სირთულეს ქმნის მიუვალობა, უღრანი ტყეა, როგორც ადგილობრივები ამბობენ, იქ დაახლოებით 10–15 წელიწადია ხე არ მოჭრილა... მაშველები, პოლიცია და ყველა სამთავრობო სტრუქტურა ჩართულია სალიკვიდაციო სამუშაოებში.

ასევე ჩართულები არიან ადგილობრივი მოსახლეობის მოხალისეთა რაზმები, თავდადებული მესხები!

მათ ამჟამად ჩვენი თანადგომა და დახმარება ესაჭიროება.

ეს შეიძლება გამოიხატებოდეს პირველადი საჭიროების მედიკამენტებში (იოდი, ბინტი, ბამბა და სხვა), ასევე მშრალი სახის პროდუქტებში (კონსერვები - ხორცის, თევზის, მაკარონი, შაქარი, ჩაი, ყავა და სხვა), პირველადი მოხმარების საგნებში (საპონი, მშრალი და სველი ხელსახოცები და სხვა), საჭირო იქნება ერთჯერადი სამუშაო ხელთათმანები და სხვა სამუშაო ატრიბუტიკა!

შექმნილია დახმარების შტაბი სასტუმრო "საქართველოს" (მელიქიშვილის გამზირი) 4-5 სართულზე, რომელსაც ქალბატონი თინათინ ჯაყელი უძღვება.

შეგიძლიათ დაუკავშირდეთ მას ნომერზე 555 969 555. 
597 98 51 47 - თამაზ სულაძე

შეგიძლიათ თანხა ჩარიცხოთ ანგარიშზე:

მიმღები ბანკი: სააქციო საზოგადოება "საქართველოს ბანკი" ბანკის კოდი: BAGAGE22 მიმღების დასახელება:

სულაძე თამაზი მიმღების ანგარიშის ნომერი: GE38BG0000000799497600

ერთად ვებრძოლოთ სტიქიას და ერთმანეთს დავუდგეთ გვერდში!
(სურათები - ვებ-გვერდი "სამხრეთის კარიბჭე")


ფოტოები
© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.