ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
Ryanair-ს თბილისის აეროპორტის ტარიფები ეძვირება
23 თებერვალი, 2018

ირლანდიური დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Ryanair-ს თბილისის აეროპორტის ტარიფები ეძვირება.

თბილისში რიგით მეთხუთმეტე საერთაშორისო, საავიაციო ფორუმი CONNECT 2018-ის ფარგლებში Ryanair-ის მარშრუტების განვითარების დირექტორმა ნილ ო'კონერმმა განაცხადა, რომ წინა ხელისუფლების დროს დაშვებულ იქნა შეცდომა, როდესაც თბილისის აეროპორტი კონკრეტულ კომპანიას გადაეცა და მაღალი ტარიფები დაწესდა.

„ასეთი ტარიფები ბარსელონაშიც კი არ არის, არადა თბილისში 3 მილიონი მგზავრია მხოლოდ. 40-50 მიმართულებიდან ევროპაში 10-ზე ნაკლები სრულდება“, - განაცხადა ნილ ო'კონერმმა.

მისივე განმარტებით, ავიაკომპანია იღებს გადაწყვეტილებას ფრენების დაწყების თაობაზე, აეროპორტებში ყველაზე კონკურენტული ხარჯებით.

„ახლა უფრო მეტ აეროპორტს სურს ზრდა, ვიდრე გვაქვს ამის შესაძლებლობა. არჩევანი ფრთხილად უნდა გავაკეთოთ. შედეგად, ჩვენ ვერ შევძელით ამ ეტაპზე შეთანხმების მიღწევა ქუთაისთან, ან თბილისთან. თუმცა ეს კარი ყოველთვის ღიაა. მოხარულები ვიქნებით განვახლოთ მოლაპარაკებები. მომავალ წლებში ზრდის მნიშვნელოვანი გეგმები გვაქვს. არ არსებობს მიზეზი, რის გამოც ქუთაისისა ან თბილისის მიმართულებით ფრენების დაწყება არ შეგვიძლია. თბილისი ბაზარია, რომელსაც სჭირდება განვითარება. აქ შეზღუდული ფრენების მიმართულებებია. ძალიან ბევრი რეისი სრულდება სტამბოლის გავლით. არა მგონია დაბალბიუჯეტიანი აეროპორტი ძვირი აეროპორტისგან 200 კილომეტრში იყოს გამოსავალი. პრობლემა სწორედ ძვირი აეროპორტია. ხარჯები თბილისში ძალიან მაღალია“, განაცხადა ნილ ო კონერიმ. 

www.travelingeorgia.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.