ყატარის სახელმწიფოს ავიაკომპანია Qatar Airways-ი ფრენების სიხშირეს ზრდის. 1 ივნისიდან ზაფხულის სანავიგაციო სეზონის ბოლომდე, დოჰა-თბილისი-დოჰას მიმართულებით ავიაკომპანია კვირაში 21 სიხშირით, დღეში სამჯერ შეასრულებს.
1 ივლისიდან ფრენები განხორციელდება უშუალოდ დოჰასა და თბილისს შორის ბაქოში შუალედური დაფრენის გარეშე.
სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ Qatar Airways-ს გაზრდილი სიხშირით რეგულარული საჰაერო მიმოსვლის შესრულების ნებართვა უკვე მიანიჭა.
Qatar Airways-ი საქართველოს ავიაბაზარზე 2012 წლიდან ოპერირებს. ხუთ ვარსკვლავიანმა ავიაკომპანიამ დოჰა-თბილისი-დოჰას საჰაერო ხაზზე ოპერირება კვირაში 7 სიხშირით დაიწყო. 2016 წელს, “ყატარის ავიახაზებმა” 4 ახალი სიხშირე დაამატა. 2017 წელს თბილისის მიმართულებით დღეში ორჯერ ოპერირებაზე გადავიდა.
www.travelingeorgia.ge