OIV-ის იშვიათი ღვინოების ჩამონათვალში შესაძლოა ქართული ტრადიციული მეთოდებით დამზადებული ღვინო მოხვდეს
ვაზისა და ღვინის საერთაშორისო ორგანიზაციის (OIV) სპეციალური ღვინოების ჩამონათვალში ქართული ტრადიციული მეთოდებით დამზადებული ღვინის შეტანის საკითხი განიხილება.
ქართული ტრადიციული მეთოდებით დამზადებული ღვინის შესახებ პრეზენტაცია პარიზში, OIV-ის ოფისში ღვინის ეროვნული სააგენტომ წარადგინა.
OIV-ის სამუშაო ჯგუფში გამართული მსჯელობის შემდეგ, საკითხმა სამუშაო ჯგუფის მხარდაჭერა მოიპოვა და განხილვის შემდეგ ეტაპზე გადავიდა. საკითხი პროცედურების შესაბამისად, მიმდინარე წლის შემოდგომაზე, OIV-ის აღმასრულებელი კომიტეტის სხდომაზე განიხილება.
2017 წელს OIV-იმ დაჩქარებული წესით განხილვაში მიიღო ქართული მხარის წინადადება, რომ ქართული ტრადიციული მეთოდებით დამზადებული ღვინო, ანუ ჭაჭაზე დადუღებული ღვინო (ქარვისფერი ღვინო), OIV-ის სპეციალური ღვინოების ჩამონათვალში შევიდეს.
OIV-ის ღვინოების ჩამონათვალში სულ 7 ღვინოა: შუშხუნა, ცქრიალა, შემაგრებული, ლიქიორული, ბუნებრივად ტკბილი ღვინოები, „აისვაინი“ და აპკის ქვეშ დავარგებული ღვინო (ხერესის ტიპი).
www.travelingeorgia.ge