ქართულ ავიაკომპანია Myway Airlines-ზე ბაზარზე იპერირების დასაწყებად ემზადება.
კომპანიამ მარეგულირებლისგან უკვე მიიღო საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტის სერტიფიკატი და გადაყვანა-გადაზიდვის მოწმობა.
სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ცნობით, ავიაკომპანია რეგულარული საავიაციო მიმოსვლის დაწყებას მაისის ბოლოდან გეგმავს.
ავიაკომპანიას უფლება აქვს განახორციელოს 5700 კგ-ზე ზევით მაქსიმალური ასაფრენი მასის მქონე საჰაერო ხომალდის სამგზავრო კომერციული ექსპლუატაცია. ამ ეტაპზე Myway Way Airlines-ის საკუთრებაში 2007 წელს გამოშვებული ორი ერთეული Boeing B 737-8AL იმყოფება.
ავიაკომპანიის ბაზირების ადგილია საქართველო და იგი ქართული საფრენოსნო და ტექნიკური პერსონალით არის დაკომპლექტებული. საჰაერო ხომალდების ექსპლუატაციისათვის აუცილებელი სერტიფიცირების პროცესის წარმატებით დასრულების შემდგომ, სააგენტომ ავიაკომპანია Myway Way Airlines-ის ფინანსური მდგომარეობა შეაფასა, რაც მგზავრთა უფლებებისა და ფრენების უსაფრთხოების დაცვის სამართლებრივი რეგულირების ახალ, დამატებითი მექანიზმია.
გადაყვანა-გადაზიდვის მოწმობა, რომელიც ავიაკომპანიას 23 თებერვალს მიენიჭა, ადასტურებს Myway Way Airlines-ის ფინანსურ საიმედოობას, არსებული და მის მიერ პოტენციური ფინანსური ვალდებულებების შესრულების შესაძლებლობას.
www.travelingeorgia.ge