ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
MARRIOTT: სახანძრო უსაფრთხოებაზე საკუთარი სტანდარტები გვაქვს დაწესებული
18 დეკემბერი, 2017
"Marriott არ გახსნის სასტუმროს მანამ სანამ სახანძრო უსაფრთხოების ნორმები არ იქნება დაცული და ის შესაბამის ინსპექტირებას არ გაივლის”, - განაცხადა საქმის კურსთან ინტერვიუში Marriott-ის რეგიონალურმა დირექტორმა პანკაჯ ბირლამ. მისი თქმით, გარდა სხვადასხვა ქვეყანაში დაწესებული სტანდარტებისა, ბრენდს ინსპექტირების საკუთარი კრიტერიუმები აქვს შემუშავებული. 
 
"არ მინდა ტექნიკურ დეტალებში შევიდე, თუცა ყველა ოთახი არის აღჭურვილი შესაბამისი პარამეტრებით. მერიოტს ერთ-ერთი ყველაზე მაღალი სტანდარტები აქვს სახანძრო უსაფრთხოების კუთხით. ჩვენი სტუმრების უსაფრთხოება ყველაზე მნიშვნელოვანია ჩვენთვის. 

ყველა სასტუმროს გადის ინსპექტირებას სახანძრო უსაფრთხოების ნორმებზე, რომელსაც თავად კომპანია აწესებს. ჩვენ გვაქვს სტანდარტები, რომლებიც უფრო მაღალია ვიდრე რომელიმე კონკრეტული ქვეყნის”, - ამბობს კომპანიის ვიცე-პრეზიდენტი. 

 


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.