კომპანია „კახური ტრადიციული მეღვინეობა“ თავის ჩინელ პარტნიორთან თანამშრომლობას აფართოებს.
კომპანიამ Guang Zhou Ge Zan Cultural Development co. LTD-სთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა.
მემორანდუმის ფარგლებში იგეგმება თანამშრომლობა როგორც ღვინის, ასევე ტურიზმის სფეროშიც.
კომპანია ,,კახური ტრადიციული მეღვინეობის" ისტორია XIX საუკუნუს 80-იან წლებში გურიის სოფელ ასკანაში მცხოვრებ მეღვინეს, ანთიმოზ ჩხაიძეს, უკავშირდება, რომელმაც იმ დროისათვის ერთ-ერთი საუკეთესო მარანი დააარსა და უნიკალური ღვინის - ჩხავერის დამზადება დაიწყო.
მან ამ ღვინით სახელი გაითქვა არამარტო საქართველოსა და ევროპის სახვადასხვა ქვეყანაში. მარნის ტერიტორიაზე აღმოჩენილი უძველესი ქვევრი 1880 წელით თარიღდება. საგვარეულო ტრადიციებზე დაყრდნობით, 2001 წელს, მისმა შთამომავალმა - ზურაბ ჩხაიძემ კომპანია "კახური ტრადიციული მეღვინეობა" დააფუძნა.
KTW-ს ვენახები აქვს აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოში. აწარმოებს სხვადასხვა კატეგორიის ღვინოს. პროდუქცია კი აქტიურად გადის ევროპის, აზიისა და დსთ-ს ქვეყნების ბაზარზე, არის ქართული ბრენდის წარმოებისა და გაყიდვების ლიდერი 2008 წლიდან - დღემდე; ფლობს ISO 22000-ის სტანდარტების შესაბამის ღვინის ქარხნებს ველისციხეში, მანავში, პატარძეულში, საგურამოსა და ქედაში. ისტორიულ ღვინის მარნებს - ,,გურამიშვილის მარანსა“ და ,,ველისციხის ვერანდას“. საბრენდე სპირტის ქარხანას- ველისცხეში და ხილის გადამამუშავებელ საწარმოებს ქედასა და ჩოხატაურში.
კომპანია წარმოდგენილია სასტუმრო ბიზნესშიც.