ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
Jazeera Airways-იზაფხულიდან თბილისის მიმართულებით რეგულარულ რეისებს იწყებს
19 მარტი, 2018

ქუვეითური დაბალბიუჯეტური ავიაკომპანია „Jazeera Airways”ივნისიდან თბილისის მიმართულებით რეგულარულ რეისებს დაიწყებს. 

,,საქართველოს აეროპოტების გაერთიანების“ დირექტორმა ქეთევან ალექსიძემ განაცხადა, რომ Jazeera-სთან მოლაპარაკებებს შპს “საქართველოს აეროპორტების გაერთიანება" 2016 წლის მარტიდან აწარმოებდა.

ქუვეითის ავიაკომპანია საქართველოს საავიაციო ბაზარს პერსპექტიულად განიხილავს და დასაწყისისთვის ქუვეითი-თბილისის მარშრუტზე კვირაში სამი სიხშრით ოპერირებას გეგმავს, თუმცა ავიაკოპმანიის ხელმძღვანელობა არ გამორიცხავს ფრენის სიხშირის გაზრდას მომავალში.

ყურის ქვეყნების მხრიდან საქართველოს, როგორც მნიშვნელოვან ტურისტულ მიმართულებაზე დაინტერესება ბოლო პერიოდში სულ უფრო იზრდება.

ქუვეითი-თბილისს შორის მგზავრთნაკადი 2017 წელს 2016 წელთან შედარებით 45%-ით გაიზარდა, ხოლო მთლიანად ყურის არაბული ქვეყნებიდან 53%-ით.

www.travelingeorgia.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.