საერთაშორისო კონგრესებისა და კონვენციების ასოციაციის (ICCA) საქმიანი ტურიზმის რეიტინგში (2017-2018) საქართველო დაწინაურდა.
ასოციაციის მონაცემებით, ქვეყანამ 6 საფეხურით წაიწია წინ.
საქართველოში საქმიანი ტურიზმის განვითარების მიზნით ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ შექმნა საკონვენციო და საგამოფენო ბიურო, რომლის მიზანია საქართველოში სხვადასხვა შეხვედრების, წამახალისებელი ტურების, კონფერენციების, გამოფენებისა და მსგავსი საერთაშორისო ღონისძიბების მოზიდვა და ხელშეწყობა, ასევე საზღვარგარეთ საქართველოს საქმიანი ტურიზმის შესაძლებლობების შესახებ ინფორმაციის გავრცელება. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით ბოლო წლებში ჩატარდა რამდენიმე მნიშვნელოვანი ღონისძიება. მათ შორის ორი - გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის ღონისძიება იყო, ღვინის ტურიზმის პირველი გლობალური კონფერენცია და ევრაზიის მთის კურორტების განვითარების კონფერენცია.
აღსანიშნავია, რომ 2014-2017 წლებში საქართველო ჯამში 16 პუნქტით დაწინაურდა და დაიკავა პირველი ადგილი კავკასიისა და ცენტრალური აზიის რეგიონებში, კერძოდ, ქვეყანა მოწინავე პოზიციაზეა ისეთ სახელმწიფოებთან მიმართებაში, როგორებიცაა ყაზახეთი, უკრაინა, კატარი და მონაკო.
ICCA-ს რეიტინგი ყოველწლიურად დგინდება და წარმოადგენს ერთ-ერთ წამყვან განმსაზღვრელს საქმიანი ტურიზმის სფეროში.
საკონვენციო და საგამოფენო ბიუროს 44 წევრი ორგანიზაცია ჰყავს, რომლებიც საქართველოში ყველაზე მასშტაბურ სასტუმროებს, ღონისძიებების ორგანიზატორ კომპანიებს და ტურისტულ კომპანების აერთიანებს.
www.travelingeorgia.ge