წინასწარი მონაცემებით, სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (ICAO) რეიტინგში საქართველომ 106-ე პოზიციიდან 30-ე პოზიციაზე გადაინაცვლა.
ეკონომიკის სამინისტროს მონაცემებით, საქართველომ ICAO-ს სტანდარტების შესრულების თვალსაზრისით 87,5% აჩვენა, რაც პირველი შემთხვევაა საქართველოს ავიაციის ისტორიაში და რეგიონში ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.
ავიაციის სფეროში საქართველოს მაჩვენებელებზე ისაუბრეს სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის დელეგაციის წევრებმა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ დიმიტრი ქუმსიშვილთან გამართულ შეხვედრაზე. ICAO-ს კოორდინირებული ვალიდაციის მისიას, რომელიც საქართველოში აუდიტის ჩასატარებლად იმყოფება, სამოქალაქო ავიაციის სააგენტო GCAA და სამოქალაქო ავიაციისა და საზღვაო ტრანსპორტის სფეროებში მომხდარი სატრანსპორტო შემთხვევებისა და ინციდენტების მოკვლევის ბიურო მასპინძლობს.
www.travelingeorgia.ge