ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
Hanjin Travel-მა კორეელი ტურისტებისთვის საქართველოს მიმართულებით ტურ-პაკეტების გაყიდვა დაიწყო
23 თებერვალი, 2018

კორეის ერთ-ერთმა უმსხვილესმა ტურისტულმა კომპანია Hanjin Travel-მა მიმდინარე წლის დასაწყისში კორეელი ტურისტებისთვის საქართველოს მიმართულებით ტურ-პაკეტების გაყიდვა დაიწყო.

კორეაში საქართველოს ტურისტული პოტენციალის გაცნობას ემსახურებოდა საქართველოს საელჩოსა და კომპანია Hanjin Travel-ის ერთობლივი ღონისძიება, რომელსაც 100-მდე ადგილობრივი ტურ-ოპერატორი ესწრებოდა.

საქართველოს ელჩმა ოთარ ბერძენიშვილმა დამსწრე საზოგადოებას  პრეზენტაცია წარუდგინა და დეტალურად ისაუბრა საქართველოს კურორტების, ინფრასტრუქტურის, უსაფრთხო გარემოსა და საქართველოს, როგორც ახალი და სწრაფად განვითარებადი ტურისტული მიმართულების შესახებ.

ღონისძიება ადგილობრივი მოსახლეობის საქართველოს მიმართ ცნობადობის ამაღლებას და კორეელი ტურისტების რაოდენობის ზრდას ემსახურება.

www.travelingeorga.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.