ბაჰრეინის სამეფოს წამყვანი ავიაკომპანია Gulf Air ზაფხულის სანავიგაციო სეზონის განმავლობაში თბილისის მიმართულებით გაზრდილი სიხშირით იფრენს.
Gulf Air-ი ბაჰრეინი-თბილისი-ბაჰრეინის საჰაერო ხაზზე რეგულარულ ფრენებს 19 ივნისიდან 11 სექტემბრამდე, კვირაში 3-ის ნაცვლად 5 სიხშირით შეასრულებს.
ავიაკომპანია A A320 ტიპის საჰაერო ხომალდით იფრენს.
სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ Gulf Air-ს გაზრდილი სიხშირით ოპერირების ნებართვა 30 მაისს მიანიჭა. ავიაკომპანია საქართველოს საავიაციო ბაზარზე 2017 წლიდან ოპერირებს.
Gulf Air-ი ახლო აღმოსავლეთის რეგიონში ერთ-ერთი უმსხვილესი ქსელის მქონე ავიაკომპანიაა და ბაჰრეინის საერთაშორისო აეროპორტიდან 40-ზე მეტ საერთაშორისო მიმართულებით ახორციელებს ფრენებს.
www.travelingeorgia.ge