მომავალი წლიდან Georgian Airways-ი თბილისიდან 2 ახალ მიმართულებას ამატებს.
2018 წლის გაზაფხულიდან ბარსელონასა და პარიზში მოხვედრა Georgian Airways-ის პირდაპირი ავიარეისით იქნება შესაძლებელი.
თბილისი – ბარსელონა – თბილისის მიმართულებით ფრენა სავარაუდოდ 2018 წლის მარტის მეორე ნახევარიდან, ხოლო თბილისი – პარიზი – თბილისის მიმართულებით 2018 წლის ივნისიდან დაიწყება.
ორივე მიმართულებაზე ავიაკომპანია კვირაში 2 სიხშირით იფრენს.
www.bpi.ge