ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
Georgian Airways-ი 5 ახალი მიმართულებით იფრენს
16 იანვარი, 2018

ქართულ ავიაკომპანია Georgian Airways-ი ფრენებს ევროპის 5 ახალი ქალაქის მიმართულებით იფრენს.

კომპანიას ბრატისლავას, ბერლინის, ბარსელონას, ბრიუსელის, ბოლონიას, კიოლნის და პარიზის მიმართულებებით რეგულარული საჰაერო მიმოსვლის განხორციელების ნებართვა სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ უკვე მიანიჭა.

რეგულარული რეისები მიმდინარე წლის 25 მარტიდან, შესრულდება:

თბილისი-ბრატისლავა-თბილისი, კვირაში 2 სიხშირით, ყოველ სამშაბათსა და პარასკევს;

თბილისი-ბერლინი-თბილისი, კვირაში 3 სიხშირით, ყოველ ორშაბათს, ოთხშაბათს და პარასკევს;

თბილისი-ბარსელონა-თბილისი, კვირაში 2 სიხშირით, ყოველ ოთხშაბათსა და კვირას;

თბილისი-ბრიუსელი-თბილისი, კვირაში 2 სიხშირით, ყოველ ხუთშაბათსა და კვირას;

თბილისი-ბოლონია-თბილისი, კვირაში 2 სიხშირით, ყოველ ოთხშაბათსა და შაბათს;

თბილისი-კიოლნი-თბილისი, კვირაში 2 სიხშირით, ყოველ სამშაბათსა და ხუთშაბათს;

თბილისი-პარიზი-თბილისი, კვირაში 2 სიხშირით, ყოველ სამშაბათსა და პარასკევს.

ფრენები Boeing B737, Embraer E190 და Bombardier CL600 ტიპის საჰაერო ხომალდებით განხორციელდება.

www.travelingeorgia.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.