ქართული ავიაკომპანია "ჯორჯიან ეარვეისი" 2017 წელს 308 275 მგზავრს მოემსახურა.
კომპანიის 2017 წლის ანგარიშში ნათქვამია, რომ „ჯორჯიან ეარვეისმა“ 2017 წელს პირდაპირი ფრენები დაიწყო თბილისიდან ლონდონისა და პრაღის მიმართულებით, რაც შეეხება შიდა რეისებს, დაფრინავს ბათუმის მიმართულებით.
შარშან ავიაკომპანიის ავიაპარკს სამი Embraer 190 ტიპის თვითმფრინავი დაემატა.
რაც შეეხება 2018 წლის გეგმებს, 25 მარტიდან ავიაკომპანია პირდაპირ ფრენებს იწყებს: პარიზის, ბოლონიის, სალონიკის, ბარსელონის, ბერლინის, კიოლნის, ბრატისლავის, ბრიუსელისა და ათენის მიმართულებით.
ავიაპარკს კი დაემატება Embraer 190 და Boeing 737-800
www.travelingeorgia.ge