ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ გერმანელი ჟურნალისტებისთვის საქართველოზე პრეზენტაცია გამართა
16 მარტი, 2018

ბერლინის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ გერმანული მედიის წარმომადგენლებისთვის პრეზენტაცია გამართა.

ღონისძიებას 30-ზე მეტი ტელევიზიის, გაზეთისა და ონლაინ გამოცემების წარმომადგენელი დაესწრო. მათ შორის: ARD, ORF, reise Exclusiv, Stuttgarter Zeitung, Outdoor Magazine, WDR, Die Zeit. ტურიზმის ადმინისტრაციის წარმომადგენლები შეხვდნენ სხვადასხვა საერთაშორისო მედია-პარტნიორებს და საპარტნიორო ორგანიზაციებს: Euronews, Eurosport, Discovery Channel, National Georgraphic, UNESCO.

გერმანული მედიისათვის გამართულ პრესკონფერენციაზე განსაკუთრებით დაინტერესდნენ ქართული ღვინით და სამთო ტურიზმით.

"გერმანიის წამყვანი მედიასაშუალებებისთვის ჩვენ გავმართეთ სპეციალური პრესკონფერენცია და პრეზენტაცია საქართველოს ტურისტული პოტენციალის შესახებ. რა თქმა უნდა, ეს ხელს შეუწყობს ჩვენი ქვენის ცნობადობის გაზრდას და მეტი ტურისტის მოზიდვას გერმანიიდა საქართველოში." -განაცხადა გიორგი ჩოგოვაძემ.

www.travelingeorgia.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.