ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
Flynas-ი საქართველოს ავიაბაზარზე ოპერირებას ივნისიდან დაიწყებს
19 აპრილი, 2018

საუდის არაბეთის სამეფოს ეროვნული ავიაკომპანია Flynas-ი საქართველოში ოპერირებას ივნისიდან დაიწყებს.

ავიაკომპანია რეგულარულ რეისებს საუდის არაბეთის სამი უმსხვილესი ქალაქიდან – ერ-რიადიდან, დამამიდან და ჯედადან თბილისის მიმართულებით კვირაში სამ-სამი სიხშირით შეასრულებს.

კომპანიის ოპერირების დაწყებასთან დაკავშირებით ეკონომიკის მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი Flynas-ის გენერალურ დირექტორს, ბანდერ აბდულრაჰმან ალ მოჰანას შეხვდა. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ბოლო წლებში განსაკუთრებით გაიზარდა საქართველოთი, როგორც ტურისტული მიმართულებით, ყურის ქვეყნების დაინტერესება. მათ შორისაა, საუდის არაბეთი, საიდანაც 2017 წელს, წინა წელთან შედარებით შედარებით, მგზავრთნაკადი 61%-ით არის გაზრდილი.

შეხვედრაზე საუდის არაბეთის ავიაკომპანიის გენერალურმა დირექტორის თქმით, დიდია აღნიშნული ქვეყნიდან ტურისტების დაინტერესება საქართველოთი როგორც უნიკალური ტურისტული მიმართულებით.

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ სამომავლოდ იგეგმება მარკეტინგული კამპანიის გაააქტიურება საუდის არაბეთში, რომელიც ასევე გაზრდის ტურისტების რიცხვს.

Flynas-ი 31 საჰაერო ხომალდს ფლობს. ავიაკომპანია ფრენებს 35 მიმართულებით ასრულებს. თბილისში, ავიაკომპანია Flynas-ის ოფიციალური წარმომადგენელი კომპანია Voyager იქნება.

2017 წელს საქართველოში საუდის არაბეთის მოქალაქე 56,252 მოქალაქე შემოვიდა, მაჩვენებელი წინა წელთან შედარებით 176%-ით არის გაზრდილი. 2018 წლის 3 თვის მონაცემებით საქართველოში საუდის არაბეთის 3,406 მოქალაქე შემოვიდა და შარშან ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 82%-ით არის გაზრდილი.

www.travelingeorgia.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.