ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
„Fly dubai” ქუთაისის მიმართულებით პირდაპირ ფრენებს დაიწყებს
06 დეკემბერი, 2017

ავიაკომპანია "Fly dubai" ქუთაისის მიმართულებით ავიარეისებს 14 ივნისიდან შეასრულებს. როგორც „კომერსანტს“ ეკონომიკის სამინისტროდან აცნობეს, დუბაი-ქუთაისის მიმართულებით ოპერირებას არაბეთის გაერთიანებული საემიროების ავიაკომპანია კვირაში 3 სიხშირით დაიწყებს.

ავიაკომპანია "Flydubai" 2018 წლის ზაფხულის სეზონის განმავლობაში დუბაი-ქუთაისი-დუბაის მიმართულებით ფრენებს ბოინგ 737-ით 14 ივნისიდან 22 სექტემბრის შუალედში განახორციელებს.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს აეროპორტების გაერთიანების ხელმძღვანელობის განცხადებით, ეს გადაწყვეტილება პოპულარული ტურისტული ადგილებისკენ პირდაპირი ფრენის მოთხოვნამ განაპირობა. თბილისისა და ბათუმის შემდეგ, ქუთაისი მესამე ქალაქი იქნება საქართველოში, სადაც "Fly dubai" იფრენს.

commersant.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.