ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
CNN-მა თბილისი მსოფლიოს 7 ქალაქს შორის დაასახელა, რომელსაც 2018 წელს უნდა ეწვიო
11 იანვარი, 2018

CNN-მა თბილისი მსოფლიოს 7 ქალაქს შორის დაასახელა, რომელსაც 2018 წელს უნდა ეწვიო.

ტელეკომპანია CNN გამორჩული დიზაინის მქონე ქალაქების სიას აქვეყნებს: პარიზის, ტოკიოს, ტორონტოს, მუსკატის, 
დანდის, სან მიგელ დე ალიენდეს შორის თბილისიც მოხვდა:

„რატომ თბილისი? ბოლო 18 თვეში რაღაც საინტერესო მოხდა საქართველოს დედაქალაქში, რომელმაც 2018 წლის „ლისაბონის ტიტული“ დაიმსახურა. თბილისი სწრაფად ხდება ხელოვნების და მოდის ინდუსტრიის ცენტრი. საქართველოს დედაქალაქის ახლადარჩეული მერი ყოფილი ფეხბურთელი კახა კალაძე, რომელიც ქალაქის 334 მილიონ დოლარიანი ბიუჯეტით ტრანსპორტის და ინფრასტრუქტურის გამართვას გეგმავს.“

CNN-ის ჟურნალისტი საქართველოში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მოწვევით 2017 წელს Mercedes-Benz-ის მოდის კვირეულის ფარგლებში იმყოფებოდა.


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.